04 მაისი 2024,   15:42
ვრცლად
კომპანია "საირმეს" თანამშრომლები დაბალ ხელფასს, არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და გაფიცვას განაგრძობენ

კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის" თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. დასაქმებულები 14 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ. ათეულობით აქციის მონაწილე დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.

გაფიცულები პროცესში მთავრობის ჩართულობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა სხვადასხვა საწარმოების თანამშრომლებმა გამოუცხადეს. კომპანია მოთხოვნებს დღეს არ გამოხმაურებია.

დღის ამბები