10 მაისი 2024,   21:48
ვრცლად
პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

პარიზში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციას სხვადასხვა საგნები ესროლეს, ავტომობილები და სანაგვე ურნები დაწვეს. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

საფრანგეთის მასშტაბით სატრანსპორტო, განათლებისა და ინდუსტრიულ სექტორში გაფიცვაა გამოცხადებული.

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დღის ამბები