09 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
წყალდიდობა პერუში - დაღუპულია 6 ადამიანი

6 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად პერუში. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.

ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დააზარალა.

წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. როგორც პერუში ამბობენ, ქვეყანაში წვიმის სეზონის დაწყების შემდეგ, სტიქიას 58 ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა.


დღის ამბები