27 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
დედაჩემი საავადმყოფოში წაიყვანეს, ინფარქტგადატანილი ქალი! მოყვა რომელიმე ჩვენგანმა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? - ნინო წილოსანი 

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მმართველი გუნდის წინააღმდეგ აგორებული "ფეიკკამპანიის" გამო, არაერთი დეპუტატის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგა საფრთხის ქვეშ, მათ შორის, თავად წილოსანის დედის.

"რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი?

პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას.

მეორე, - რადგან ჩვენს მშობლებზე და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური ფეიკკამპანიით რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?!

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების რამდენიმე ოჯახის წევრი? მათ შორის მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით "ტიკ-ტოკზე" ნაცების მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე?
მათ შორის, საკუთარი ნაცი მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები?

გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე !! თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში…
ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას , ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!" - წერს ნინო წილოსანი.

დღის ამბები