11 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
ჩინეთს ურჩევნია რუსეთის დანაშაულები დიპლომატიურად დაფაროს - ენტონი ბლინკენი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის მხრიდან რაიმე ტაქტიკური ნაბიჯით, რომ ომი თავისივე პირობებით გაყინოს, იქნება ეს ჩინეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი. 

"ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სი მიდის რუსეთში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს ვალდებულებას, კრემლს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის და ურჩევნია რუსეთის დანაშაულები დიპლომატიურად დაფაროს. მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის მხრიდან რაიმე ტაქტიკური ნაბიჯით, რომ ომი თავისივე პირობებით გაყინოს, იქნება ეს ჩინეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი,"- განაცხადა ბლინკენმა

დღის ამბები