17 აპრილი 2024,   02:56
ვრცლად
სპეცოპერაციები ქვეყნის მასშტაბით - თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია რამდენიმე პირი

რამდენიმე სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - სოფელ კაბალში რამდენიმე ლოკაციაზე ამ წუთებშიც გრძელდება სპეცოპერაცია. ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება.

რამდენი პირია დაკავებული ჯერჯერობით არის უცნობი, თუმცა ცოტა ხნის წინ ადგილზე დააკავეს 1 პირი, სავარაუდოდ ის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავები ახლა სწორედ დაკავებულის სახლს ჩხრეკენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე საათია სოფელ კაბალში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს რამდენიმე ქუჩა აქვთ გადაკეტილი. "კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას უკავშირდება და ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.

"ღამის 4 საათიდან აქ არიან, ჩხრეკა მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ნარკობიზნესთან არისო დაკავშირებული. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა-მოდიოდა. გავიგეთ, რომ მიმდინარეობს სპეცოპერაციები რამდენიმე ადგილას," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებული ფონიჭალაა.
კურიერის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულთან გამო უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი.

სპეცრაზმის გარდა, აღმაშენებლის ქუჩის 46-ს ნომერთან ამ დრომდე დგანან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტერიტორიაზე გავლებულია ყვითელი ლენტი.

კონკრეტულად რამდენი ადამიანია დაპატიმრებული და რა მუხლით - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

დღის ამბები