საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში - სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერთან, სეიმის თავმჯდომარესთან. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ "უკრაინულ ცენტრს" ეწვევიან.
დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ვიზიტს დროულად მიიჩნევს ლიეტუვაში საქართველოს ელჩი.