15 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა - ჯიმ რიში

ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელშიც დაწერა.

"დღეს მოვახდინე ოთხი ქართველი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სანქცირება მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რითაც მათ აშშ-ში შესვლის უფლება ჩამოერთვათ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში, გააძლიერონ გამჭვირვალობა და დემოკრატიული მმართველობა," - ამბობს ენტონი ბლინკენი.

ამავე საკითხზე დაწერა "ტვიტი" სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის გავლენიანმა რესპუბლიკელმა წევრმა.

"დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა," - ამბობს ჯიმ რიში. 

დღის ამბები