15 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელმაც  სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები უნდა შეისწავლოს. დღეს პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გამართეს.

"მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, გამოხატოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით, ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული პარლამენტის წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არმოხდენა გახდება სანქცირების გაგრძელების საფუძველი, ასევე, ამ ქვეყნის განვითარების შეფერხების საფუძველი,"- აცხადებს თამარ კორძაია. 

დღის ამბები