საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.