უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში რუსული ჯარის მიერ ზაპოროჟიაზე თავდასხმას გამოეხმაურა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველას, ვინც ახლა უკრაინასთან ერთადაა მადლობა გადაუხადა.
"ღამით რუსეთის არმიამ ზაპოროჟიე რაკეტებით დაბომბა. დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. ასე დგას შორს რუსეთი კაცობრიობისა და ჰუმანურობისგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ვუახლოვდებით ბოროტების დამარცხებას, მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სიმტკიცესა და რწმენას ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც ახლა უკრაინასთან საქმით არის.