15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია - ვალერი ცერცვაძე

ყოფილი მოსამართლე, ვალერი ცერცვაძე აშშ-ის მიერ მოსამართლეთა სანქცირების საკითხს ეხმაურება.

"ვფიქრობ, რომ თუ ეს სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, როგორ შეიძლება მე გავლენას ვახდენდე გარკვეულ პროცესებზე სასამართლოში. ძალიან მძიმე ბრალდებებზე არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი არაა დაცული, ყველაზე მსუბუქი, ბრალდებისთვის საჭირო სტანდარტიც კი არ არის დაცული," - აღნიშნა ცერცვაძემ

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხელ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

 

დღის ამბები