BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ამტკიცებს, ქოლცენტრების საერთაშორისო თაღლითური ქსელის უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დგას. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა აქვეყნებს მტკიცებულებებს და აუდიოჩანაწერებს, თუ როგორ ძარცვავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. ქსელის საქმიანობის შესწავლამ ჟურნალისტური ჯგუფი, სწორედ დავით კეზერაშვილამდე მიიყვანა.
ვრცელ საგამოძიებო მასალაში რამდენიმე სხვა ქართული გვარიც ფიგურირებს. საუბარია იმ პირებზე, რომელთაც დავით კეზერაშვილთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ. საგამოძიებო ჯგუფი "ფაქტს პანამა ფეიფერსის" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით ამყარებს. თაღლითური ქსელის ცენტრში კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია Milton-ია.
“გამოიკვეთა ხუთი სახელი, რომლებიც იყვნენ Milton-ის სავაჭრო პლატფორმების დირექტორები ან პარტნიორები. ტექნიკური კომპანიების სიაში იყვნენ - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი. ამ ხუთი ადამიანის და მათი ქმედებების შესახებ დეტალურად იყო აღწერილი ,,პანამა ფეიფერსში"". არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც აკავშირებდა კეზერაშვილს ქსელთან, მაგრამ როდესაც გადავხედეთ პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ გაჩნდა. კულისებში კეზერაშვილი ამ ქსელის ცენტრში ჩანდა".
“მილტონთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად უთხრა მედიას, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი ,, მიილტონ გრუპში "" იყო ჩართული. კეზერაშვილი ხშირად ეწევა თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე ,,ლინკდინზე"" მან გამოიყენა თავისი ანგარიში სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და “მილტონთან“ დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად.
"“ბიბისიმ"" შეძლო ეპოვა არაერთი სხვა მტკიცებულება, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს “მილტონ""-ის ბრენდებთან აკავშირებდა. კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო ელფოსტის სერვერს, რომლის სხვა მომხმარებლები მხოლოდ “მილტონ გრუფის"" კომპანიები იყვნენ. მისი სარისკო კაპიტალის ფირმა “ინფინითი ვისი""ფლობდა ბრენდინგის და ვებდომენებს კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის. კეზერაშვილი ასევე ფლობს კიევში საოფისე შენობას, სადაც განთავსებული იყო როგორც თაღლითური სატელეფონო ცენტრი, რომელიც ყიდის ,,ევერ ეფ ექს"", ასევე ტექნიკური ფირმები, რომლებიც ეწეოდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას - ოფისები, სადაც პოლიციამ რეიდები ჩაატარა ნოემბერში.
ის, ასევე, ფლობს თბილისში ოფისს, სადაც ანალოგიური ტიპის პროცესები ხდებოდა. როდესაც BBC-მ შეისწავლა “მილტონის ჯგუფის“ ოთხი მნიშვნელოვანი ფიგურანტი, აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით მათ ყველას მჭიდრო კავშირები ჰქონდათ კეზერაშვილთან.
კეზერაშვილი ფეისბუქში მეგობრობს მინიმუმ 45 ადამიანთან, რომლებიც დაკავშირებულია მილტონის ჯგუფურ თაღლითებთან და BBC-ის მიერ გამოვლენილი ოთხი ფიგურიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია.
BBC ლონდონში მდებარე კეზერაშვილის 18 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლეშიც მივიდა და მასთან საუბარი ითხოვა, მაგრამ გვითხრეს, რომ კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. მან BBC-ს თავისი ადვოკატების მეშვეობით განუცხადა და კატეგორიულად უარყო რაიმე მონაწილეობა “მილტონის ჯგუფთან“, ან რაიმე თაღლითობასთან. მან განაცხადა რომ ,,ევერ ეფექსი""იყო მისი გამოცდილებით შექმნილი კანონიერი ბიზნესი.
ბატონმა ჭელიძემ და ბატონმა გოგეშვილმა ასევე კატეგორიულად უარყვეს მედიის ბრალდებები და განაცხადეს, რომ ,,ევერ ეფექსი"" იყო ლეგიტიმური, რეგულირებადი პლატფორმა. ბატონმა მგელაძემ ასევე უარყო ჩვენი ბრალდებები და გვითხრა, რომ მას არასოდეს ჰქონია ქოლცენტრი, რომელიც თაღლითურად ყიდის ინვესტიციებს და არ იცის Milton Group-ის შესახებ.
“ევერ ეფ ექსმა“ უარყო მედიის ბრალდებები და თქვა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და რეგულირებული პლატფორმა, სადაც რისკები სრულად იყო ახსნილი. მათ თქვეს, რომ მათ გამოიძიეს ბარი ბერნეტის საქმე და დაადგინეს, რომ ის იყო პასუხისმგებელი მის დანაკარგებზე.
გასულ წელს დიდ ბრიტანეთში თაღლითობამ 4 მილიარდ ფუნტზე მეტი ღირებულების დანაშაული შეადგინა და ითვლება, რომ ონლაინ საინვესტიციო თაღლითების შემოსავალი წელიწადში ასობით მილიონი ფუნტ სტერლინგს შეადგენს. მაგრამ ბრიტანეთის პოლიცია განიცდის კრიტიკას მსხვერპლთა მხრიდან არასათანადო რეაგირების გამო“ – წერს BBC.