08 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
არალეგალების კრიზისი ერვოპაში - საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ინიციატივა

ევროპაში არალეგალების კრიზისის დასაძლევად ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი ახალი ინიციატივით გამოდიან. საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები მიგრანტების რაოდენობის სხვადასხვა ქვეყნაში თანაბრად გადანაწილებას ითხოვენ.

ერთობლივი წინადადება მათ ბრიუსელში უკვე გააგზავნეს. კვოტირების სისტემის შემოღებას უნგრეთის პრემიერი მხარს უჭერს, თუმცა, მისი თქმით, ევროპელი ლიდერებისგან ჯერ ეს წინადადება არ მიუღია. მისი თქმით, თუ ხორვატიიდან არალეგალები ისევ განაგრძობენ გადასვლას, უნგრეთი საზღვარზე ბარიერების აგებას დაიწყებს.

ობამას ადმინისტრაცია კი ევროპას ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

კვირის ბოლოს კი ლუქსემბურგში ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან, სადაც სწორედ ლტოლვილთა კრიზისს განიხილავენ.

პარალელურად, გერმანიის ერთერთ ბანაკში ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავდა 5 მიგრანტი. ბოლო პერიოდში გერმანიაში არალეგალების თავშესაფრებზე თავდასხმის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები