08 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
სტამბოლში სირიელი მიგრანტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე სირიელი მიგრანტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა რამდენიმე დღის წინ სანაპიროზე გამორიყული ბავშვის ფოტოები გამოიტანეს.

ისინი ევროპის ქვეყნებისგან ერთობლივ ძალისხმევას ითხოვდნენ, რათა კრიზისი დასრულდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქრისტიანი ევროპა მუსლიმი მიგრანტების დასაცავად არაფერს აკეთებს.

ბოლო მონაცემებით, სირიიდან საბერძნეთამდე თავშესაფრის ძიებაში გამოვლილ გზას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები