სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ახლადარჩეულ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გრიგოლ ლილუაშვილმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.