08 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
რუსეთის ოპოზიცია 20 სექტემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

რუსეთის ოპოზიცია 20 სექტემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ საზოგადოებას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ სოციალური ქსელით აცნობა.

აქციის მთავარი მოთხოვნა პუტინის ხელისუფლების ცვლილებაა. ნავალნის თქმით, 20 სექტემბერი აქციის გამართვის თარიღად სიმბოლურად შეირჩა. ოთხი წლის წინ სწორედ ამ დღეს განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნების თაობაზე.

საპორტესტო აქცია მშვიდობიანი იქნება. მასში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება fecebook-ის საშუალებით შეუძლიათ.

 

დღის ამბები