08 ოქტომბერი 2024,   23:31
ვრცლად
სროლა კალიფორნიის კოლეჯში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

1 ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში საკრამენტოს კოლეჯში მომხდარ სროლას. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღვოდა. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ კოლეჯის ევაკუაცია მოახდინა. გაქცეული ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება.

ინციდენტის ადგილი სამართალდამცველებმა ვერტმფრენების მეშვეობითაც დაათვარიელეს.

დღის ამბები