08 ოქტომბერი 2024,   23:32
ვრცლად
ჯო ბაიდენს ჯერ არ გადაუწყვეტია საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე პირველი კომენტარი გააკეთა. შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.

დასავლური მედია წერს, რომ ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სახით საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას აპირებს და ოფიციალურ განცხადებას ამ თემაზე ოქტომბრის დასაწყისში გააკეთებს.

ბაიდენის განცხადებით, ის ამ თემაზე ფიქრობს და თუ მის ოჯახს ეყოფა გამძლეობა მარათონში ჩართვისთვის, შესაძლოა, გადაწყვიტოს და ქვეყნის პირველი პირის პოსტზე კენჭი იყაროს.

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

დღის ამბები