08 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
რომის პაპი სათვალი საყიდლად მაღაზიაში პირადად მივიდა

რომში ოპტიკის მაღაზიას ყველასთვის მოულოდნელად რომის პაპი ეწვია. პონტიფიკოსმა ვატიკანი დატოვა და სათვალის საყიდლად პირადად გაემგზავრა.

მაღაზიაში კათოლიკური ეკლესიის მეთაური 40 წუთი იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში პაპმა ფრანცისკემ რამდენიმე სათვალე მოსინჯა, თუმცა საბოლოო ჯამში მომსახურე პერსონალს ძველ სათვალეში მინების შეცვლა სთხოვა და თანხაც გადაიხადა.

ოპტიკის მაღზიის მეპატრონე აცხადებს, რომ წლებია პაპისთვის სათვალეებს ამზადებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფრანცისკე მის მაღაზიას ესტუმრა.

დღის ამბები