15 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. საქართველოს პირველი დიპლომატი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან ერთად ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა იქნება. აქცენტი გაკეთდება ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით საქართველოს პროგრესზე. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

 

დღის ამბები