საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმაში - ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის.
წერილი ეხმაურება ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.