IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია. გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78%-ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს შემდეგ შაბათს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება 19%
ნაციონალური მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილი 14%
საქარელოსთვის - გიორგი გახარია 3%
გირჩი მეტი თავისუფლება -3%
ლეიბორისტული პარტია -2%
ლელო-2%
გირჩი -2%
სტრატეგია აღმაშენებელი -2%
ხალხისთვის -ანა დოლიძე - 2%
მოქალაქეები -2%
არ ვიცი 20%
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.