საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციაა.
როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველო წლის ბოლოსთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ელოდება.
ირაკლი ღარიბაშვილი, მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც არიან.