გორში, ძლიერი წვიმა და სეტყვა 10-15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ქალაქში ამ წუთებშიც წვიმს, თუმცა სეტყვა აღარ არის. ჭარბმა ნალექმა ქუჩებში ნიაღვრები წარმოქმნა.
ზარალის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია ცნობილი არა არის.
უამინდობა შიდა ქართლში მესამე დღეა გრძელდება, რის შედეგადაც ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლები დაისეტყვა.