08 ოქტომბერი 2024,   23:21
ვრცლად
ევროკავშირი არალეგალების მასშტაბური ნაკადისათვის მზად არ აღმოჩნდა

იტალიის სანაპიროსთან არალეგალების ნავი ჩაიძირა. ლიბიიდან წამოსული ასზე მეტი დევნილი ევროპაში მოხვედრას ცდილობდა. 81 ადამიანი იტალიელმა მაშველებმა გადაარჩინეს, მათ შორის იყო ფეხმძიმე ქალიც, რომელმაც ბავშვი სამაშველო კატერზე გააჩინა. დანარჩენები კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევიან.

არალეგალი ემიგრანტების რიცხვი, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ცდილობენ, ყოველდღიურად იზრდება. 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროპას თავშესაფრის მოთხოვნით 440 ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც გასული მთლიანი ერთი წლის მონაცემებს უტოლდება.

ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ ევროკავშირი ასეთი ნაკადისთვის მზად არ აღმოჩნდა და ახალი მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობენ, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს არალეგალების თანაბარი რიცხვის მიღებას დაავალდებულებს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი.

დღის ამბები