წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
21 წლის მამაკაცს, სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. დაცვის მხარის თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას ბრალი 20 წლის მამაკაცის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება, შემთხვევა 22 მაისს მოხდა, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
"გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით. მოხდა ბრალდებულის დაკავება, შესაბამისად მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს, ნანახი იქნა, მის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები. ამავდროულად ამოღებული იქნა, მარიხუანა. სასამართლოს ბრალდების მხარემ, მოტივირებული შუამდგომლობით მიმართა და აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილებულ იქნა სასამართლოს მიერ და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.