15 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მხარს ვუჭერთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო დიალოგს - პრემიერი

საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან. პრინციპში, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან- სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის - მთელი რეგიონის ინტერესებშია”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები