21 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
"სასტუმროში საწოლზე მიბმული გარდაცვლილი უნახავთ" - რას ჰყვება 31 წლის მოკლული მეზღვაურის მამიდა "კურიერთან"

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ბრაზილიაში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს. 31 წლის ილია კახაბერიძის ცხედარი რიო- დე-ჟანეიროში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. ადგილობრივი გამოძიების ცნობით, მამაკაცი ჯერ დააბეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მოკლეს.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად ყაჩაღობა სახელდება. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. ის წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ილია კახაბერიძე მეზღვაური იყო და ბათუმში ცხოვრობდა.

გარდაცვლილი ილია კახაბერიძის მამიდა "კურიერთან" საუბრის დროს აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი საწოლზე მიბმული იპოვეს.

"4 თვე გემზე იყო, კონტრაქტი დაასრულა და რიო-დე-ჟანეიროში ჩავიდა. სასტუმროში საწოლზე მიბმული გარდაცვლილი უნახავთ. არ ვიცი დაჭრეს, თუ არ ვიცი რა მოხდა..."- ამბობს მოკლულის მამიდა.

დღის ამბები