საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკური გაერთინების სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში.
"მონაწილეობა მივიღე მოლდოვას რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.