15 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
უკრაინელი პარტნიორებისგან ხშირად გვესმის ხოლმე გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან - ილია დარჩიაშვილი 

გაუგებარია მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება - ასეთია ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასება უკრაინის პრეზიდენტის მოლდოვაში გაკეთებულ განცხადებაზე.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველო მუდმივად თავს იკავეს უპასუხოს ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლებს კრიტიკულ გზავნილებზე. თემაზე კომენტარები გაკეთდა თბილისშიც.

"გაუგებარია ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება ამ კონტექსტში, ჩვენ ხშირად გვესმის ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან. 

ჩვენ, ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგანაც გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდით დავუდგეთ," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: "ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე".

დღის ამბები