15 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
12 პუნქტიანი რეკომენდაციების თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, პროცესი აქტიურად მიდის ბოლოსკენ, დეპოლარიზაციის ცალმხრივად შესრულება შეუძლებელია - დავით მათიკაშვილი

საქართველო მყისიერად შეუდგა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, პროცესი აქტიურად მიდის ბოლოსკენ, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, პრემიერ-მინისტრმა სწორად გაუსვა ხაზი, რომ მისი შესრულება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, სავსებით სამართლიანად, უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს თავისთავად გამოიწვევს დეპოლარიზაციას - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ არსებობს საზოგადოებაში, მისი ცალმხრივად, "ქართული ოცნების" მხრიდან შესრულება შეუძლებელია.

"12 პუნქტიან გეგმას რაც შეეხება, საქართველო მყისიერად შეუდგა ამ რეკომენდაციების შესრულებას, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თითქმის ყველა პუნქტი შესულებულია, პროცესი აქტიურად მიდის ბოლოსკენ. პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ არსებობს საზოგადოებაში, მისი ცალმხრივად, "ქართული ოცნების" მხრიდან შესრულება შეუძლებელია. ამ მხრივ, პრემიერ-მინისტრმა სწორად გაუსვა ხაზი, როდესაც აღნიშნა, რომ პოლარიზაციის გაქრობა, დეპოლარიზაციის შესრულება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ, სავსებით სამართლიანად, უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს თავისთავად გამოიწვევს დეპოლარიზაციას, საბოლოოდ დაასრულებს ამ გაღრმავებულ პოლიტიკურ უთანხმოებას, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არანაირი საგნობრივი საფუძველი არ გააჩნია და სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგით არის ნაკარახევი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები