15 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია - რიში სუნაკი

"უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოლდოვაში გამართული სამიტის შემდეგ. რიში სუნაკის თქმით, ვლადიმერ პუტინს უგზავნიან ძლიერ სიგნალს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ და განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მისი თქმით უკრაინას ნატო-ს ევროპელი წევრებისგან განსხვავებული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, "ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობის დამყარებაზე, არამედ ყველამ უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, როგორც ინდივიდებმა მხარი დაუჭირონ უკრაინას."

კანცლერის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად სჭირდება.

დღის ამბები