საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება და მოსახლეობის დამოკიდებულება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ - ამ თემაზე კვლევა ევროკავშირმა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა წარადგინა.
ანგარიში ორ ძირითად საკითხს მოიცავს: მოსახლეობის აღქმები, როგორც პირად ასევე ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მათი დამოკიდებულება და ნდობა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების მიმართ.
კვლევის მიხედვით, გამოწვევებს შორის პირველ ადგილზეა ეკონომიკური უსაფრთხოება და ფასების ზრდა. ასევე დომინირებს ოკუპაციის თემა და უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაბამისად გაზრდილია მოთხოვნა უსაფრთხოებაზე. კვლევა განხორციელდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში.