ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პატიმარ სააკაშვილის განცხადებას.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.
"არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა უკვე იცით რას ემსგავსება? დიახ, მიცვალებულის თავის წამოწევას! ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარისმთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება! ნეტავ, თვითონ თუ სჯერა რას ბოდიალობს? ალბათ ისევ უცხოელმა ლობისტებმა და "პიარშიკებმა" ურჩიეს ასე თქვიო! აი, წინა რჩევებმა ხომ გაამართლა, ისე იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ მიცვალებული კი არ ადგა, მაგრამ ადგომას ნამდვილად ცდილობს!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.