უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის, თუმცა ქვეყანას ჯერ ისევ თავდაცვის რეჟიმშია.
ხერსონში უცნობი ობიექტის აფეთქების შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. 1 ადამიანი ემსხვერპლა დაბომბვას სუმის ოლქში.
"მე გავმართე რამდენიმე შეხვედრა, ხანგრძლივი და შინაარსიანი, ჩვენი ყოვლისმომცველი პოლიტიკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მომავლისთვის. ის, რაც ეხება სახელმწიფოს შემდგომ ტრანსფორმაციას და ჩვენს მონაწილეობას გლობალურ პროცესებში. როგორც ყოველთვის, ჩვენ ვემზადებით სიახლეებისთვის და გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ძალას მისცემს უკრაინას და უკრაინელებს. მადლობელი ვარ ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ქვეყანას. დიდება ყველა ჩვენს მეომარს, ყველას, ვინც ამჟამად იბრძვის უკრაინისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.