ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი უნგრელ კოლეგას ჟოლტ შემიენს შეხვდა და უმასპინძლა.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და გეგმები როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ისაუბრეს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც ევროპასა და ევროპულ სტრუქტურებში მიმდინარეობს. თეა წულუკიანმა ქართველი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტუმარმა კი კულტურის მინისტრს, თანადგომა ისევ დაუდასტურა და გამოხატა მზადყოფნა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარი აქტიურად დაუჭიროს.