თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საავადმყოფოთა ქსელ "მედიქალ-პარკს" შორის, მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მიზნად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ისახავს.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" სამედიცინო პერსონალისთვის გამოცდილების გაზიარებასა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.