15 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ვფიქრობ, მზად ვართ კონტრიერიშისთვის, მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის შეიარაღებაზეც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში მყოფი ქვეყანა საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდგომ გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობას. ამისთვის კი პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის.

"ვფიქრობ, მზად ვართ კონტრიერიშისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ამას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ინფორმაციით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.

"რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიულ ომს და კვლავ იყენებს ტერორისტული ტაქტიკის უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ. მტერმა საჰაერო იერიშები მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია. გასული დღის განმავლობაში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერი განაგრძობს თავდაცვითი ოპერაციების ჩატარებას ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით.

ბოლო მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა მტრის პერსონალის კონცენტრირების უბნებზე, ასევე 2 იერიში მიიტანა მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე. გაანადგურეს 560 ოკუპანტი," - აღნიშნა ანდრიი კოვალევმა.

 

 

დღის ამბები