15 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით კლინიკა "ვივამედთან" აქციას მართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მორიგი საპროტესტო აქცია - შეკრების ადგილი ამჯერად კლინიკა "ვივამედია".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აქცია ამ მოთხოვნით მომავალშიც ჩატარდება.

"მნიშვნელოვანია აღუდგეს უფლება პარლამენტის წევრებს და მოგვეცეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რადგან მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები