21 დეკემბერი 2024,   18:41
ვრცლად
უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობს - ილია დარჩიაშვილი

დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში და შესაბამისად, საქართველოს და თურქეთის პოლიტიკური თანამშრომლობა მოიტანს ძლიერ იმპულსებს, იმისთვის, რომ ქვეყნებმა ერთობლივად გააძლიერონ რეგიონის უსაფრთხოება.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას. პრემიერი თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში. დღეს უამრავი დელეგაცია სტუმრობს თურქეთის რესპუბლიკას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს იმყოფება აქ და ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.

თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ძალიან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები გვაკავშრებს. ბატონი პრეზიდენტი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასთან ძალიან ახლო და მჭიდრო კოორდინაციით კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და დარწმუნებულებულები ვართ, რომ ახალი ვადის პირობებში თურქეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას გასწევს ჩვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა.

თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა შავი ზღვის რეგიონში, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა მოიტანს ძლიერ იმპულსებს, იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონში ერთობლივად კიდევ უფრო გავაძლიეროთ რეგიონის უსაფრთხოება," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები