"ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, კიდევ უფრო გაძლიერდება.
"თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნავს პრემიერი