ვენაში "ოპეკ პლიუსის" ქვეყნების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. "ევრონიუსის" ცნობით, შეხვედრაზე ნავთობის წარმოების სტრატეგია განიხილება.
სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია, ნავთობის დღიური წარმოების მოცულობა ერთი მილიონი ბარელით შემცირდეს.
აპრილში "ოპეკ პლიუსის" 23-მა ქვეყანამ, ნავთობის ფასის დასასტაბილურებლად, წარმოების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნავთობის ფასები დაახლოებით ერთი წელია ეცემა.