დასავლეთის პასუხი გაცილებით მკაცრია რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე ეს 2008 წელს იყო. ამიტომ, ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ მსოფლიო ახლა იმკის იმ შედეგებს, რაც 15 წლის წინანდელმა თავშეკავებამ მოიტანა.
არადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გამუდმებით იმეორებდა და ახლაც იმეორებს, რომ მისთვის ევროატლანტიკური სტრუქტურების გაფართოება, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს მიუღებელია და ეს საფრთხედ აღიქმება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
არავისთვისა არის უცხო, რომ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ერჩის სამეზობლოში ყველას, ვისაც ევროატლანტიკური სწრაფვა გააჩნია. შესაბამისად, მოსკოვის შურისძიების სამიზნე კიევთან ერთად თბილისიცაა, რადგან საქართველოს გაცხადებული მიზანიც ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებაა.
დისკუსიებს ამ საკითხზე სლოვაკეთის დედაქალაქმა უმასპინძლა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის გავლენებზე იმსჯელეს.
ავტორი: იზი ბურნაძე.