15 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ეს მხოლოდ რაღაც ჰონორარები არ არის, ეს პირდაპირი დავალებების შესრულებისთვის გადახდილი ანაზღაურებაა - რატი იონათამიშვილი ხოშტარიაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ელენზე ხოშტარიას კავშირები რუსეთთან არის საკმაოდ ღრმა.

როგორც რატი იონათამიშვილი განმარტავს, მისი ოჯახის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, სწორედ იმ ქმედებების ჰონორარია, რასაც ის ქვეყანაში ახორციელებს.

"ეს აღარ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, ეს არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევა, რაც ფაქტობრივად ზუსტად აჩვენებს, რომ ეს ადამიანები რუსულ კავშირებში არიან საკმაოდ ღრმად ჩასულები და ეს მხოლოდ რაღაც ჰონორარები არ არის, ეს პირდაპირი დავალებების შესრულებისთვის გადახდილი ანაზღაურებაა.

სწორედ ეს განცდა რჩება ჩვენს საზოგადოებას და ამის ფონზე მისი მხარდამჭერები, რომ ამორალურ გამართლებას ცდილობენ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.

 

დღის ამბები