პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას "სასაცილოს" უწოდებს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
საუბარია ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.
"ჯერ ის ამბავია სასაცილო, ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი რომ ლაპარაკობს. წელიწადზე მეტია მგონი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ ერთ წერილს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეიკ რეზოლუციებს, განცხადებებს. გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, პოლიტიკიდან წასული ადამიანის ფაქტორი იმდენად დიდია რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობის და სტაბილურობის, და ხაბეიშვილი ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე. სერიოზული კომენტარის გაკეთება რთული იქნება ამასთან დაკავშირებით და უკვე როცა რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა შესთავაზა და გაუწოდა დახმარების ხელი სხვა ოპონენტებს. ესეც ძალიან სასაცილოა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.