"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს," - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვიტერზე" დაწერა.
"საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, "ნოვა კახოვკას" კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას," - წერს ქვეყნის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხერსონში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ტერიტორიის დატბორვის საშიშროების გამო დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.