15 ნოემბერი 2024,   11:07
ვრცლად
"კონსერვატიული გაერთიანება საქართველო უპირველეს ყოვლისა" - ვატო შაქარაშვილმა ახალი მოძრაობა დააფუძნა

ვატო შაქარაშვილმა ახალი მოძრაობა დააფუძნა. "კონსერვატიული გაერთიანება საქართველო უპირველეს ყოვლისა" - ასე ერქმევა ორგანიზაციას, რომელიც დამფუძნებლის განცხადებით, მკაფიო პასუხს გასცემს თანამოქალაქეებზე ბულინგს, ძალადობას და ცილისწამებას. ახალი მოძრაობა პირველ შეკრებას 12 ივნისს, რუსთველის თეატრში აანონსებს.

"ადამიანები, რომლებიც არიან ანგაჟირებულები, რომლებიც არიან დაფინანსებული და მოქმედებენ კონკრეტული დავალებით, უმწარებენ ღმერთისგან ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს ჩვენს თანამოქალაქეებს. სამოქალაქო მოძრაობა იქნება სწორედ ეფექტური და მძლავრი, ძალიან მკაფიო პასუხის გამცემი ამ ყველაფერზე.

12 ივნისის ღონისძიებაც იქნება ამ შინაარსის. ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და ქვეყნის გარედან თუ ქვეყნის შიგნიდან ვერ მოხერხდეს საქართველოში პროცესების არევა და დესტაბილიზაცია," - აცხადებს კონსერვატიული საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები