"კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს" - წერს "ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ, როცა "ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება.
"კონსტანტინე ზატულინმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს". ანუ, მან საკუთარ განცხადებაში სწორება უკრაინაში "საქართველოს სცენარზე" გააკეთა?! ანუ, მიხეილ სააკაშვილის არაგონივრულმა პოლიტიკამ მწვანე აუნთო რუსეთს კიდევ უფრო დიდი აგრესიით შემოჭრილიყო ქართულ სახელმწიფოში?! ზატულინი აღიარებს, რომ უკრაინაშიც ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოში მოიქცნენ. 2008 წლის ომი დიდი სიმძიმე და ტრაგედიაა ქართული სახელმწიფოსათვის და ყოველი ქართველისათვის, თან მაშინ როცა „ნაცმოძრაობამ“ დაუჭირა მხარი მოღალატეობრივ რეზოლუციას და დააბრალა საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება“, - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.