18 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 15 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამოღებულია ავტომატები, პისტოლეტები, სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები, შაშხანები, ტყვიამფრქვევი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და მჭიდები.

დღის ამბები